გამარჯვების დილა


რად აწყდებიან ფანჯარას,
რას ჟღურტულებენ ჩიტები?
ადექით, დილა გათენდა
გამარჯვების და დიდების!

ადექით, სწრაფად ჩაიცვით,
შეკონეტ ია-ვარდები,
გამარჯვების დღე მოსულა,
გადაიყარეთ დარდები!

გადით ქუჩებში ყიჟინით,
დიდების დილა ახარეთ,
ნამდაფრქვეული ყვავილი
მებრძოლებს გადააყარეთ!

მზე ამოსულა, სხივს აფრქვევს,
დგება ნანატრი წამები,
ბრძოლის ველიდან ჩამოვლენ,
თქვენი ძმები და მამები...

რად აწყდებიან ფანჯარას,
რას ჟღურტულებენ ჩიტები?
ადექით, დილა გათენდა
გამარჯვების და დიდების!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი