დიდ ხელებს
ჩემთვის ნაზთა მშვენიერთა... დიდ ხელებს, ჩემი ცხოვრების მგზავრებს, განა ქალურთა, მათ თითქოს ძმურთა, ოდეს ცახცახით მიიტან გულთან, ან იფიცები, ან იწყებ სიცილს - ხან განსაცდელის ჟამს გამომიწვდი, დიდ ხელებს, ჩემი ცხოვრების მგზავრებს, ვუმზერ, ვადარებ... მაგრამ არ ვიცი, ხან ცად აწვდილნი, ვით კიპარისნი, ხან შენს გულ-მკერდზე მხატველნი ჯვრისა, მსასოებელნი არიან რისა! იქნებ ფარული კაეშნით სავსე სიტურფის გამჩენს შესთხოვ სინაზეს? მაგ ხელებს იცი რას დავავალებ? - სხვათა სინაზე ნუ ავალალებთ! იქნებ არ გრძნობენ, რაოდენ ნაზი გულის მფარველნი არიან, ოდეს აცახცახებულთ და მოალერსეთ ფიცის დროს წრფელად დაიწყობ მკერდზე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი