ერეკლე მეფის ანდერძი


მე ვარ თოფი - მუსაიფი,
კახთ-ბატონის ერეკლესი.
წ ა რ წ ე რ ა   ე რ ე კ ლ ე ს   თ ო ფ ზ ე

არ მიყვარდა მუსაიფი,
შაირების, ზმების ტყორცნა,
მტრების სისხლმა ეს მარჯვენა
ხმლის ვადასთან შეახორცა.
წინ მიძღოდა, მამხნევებდა
მოციქული დაუნდობი,
პირდაპირი, მაგრამ ავი
მუსაიფი ჩემი თოფის.
დავდიოდი, ჩავბღაოდი
ნასახლარებს, როგორც ხარი.
ჩემი მტრების სისხლით მოვრწყე
ჩემი ძმების ნასისხლარი.
რამდენიც ვკარ და ვაძგერე
სატევარ აბეზართა,
მათი სისხლის დანახვაზე
სიძულვილი გამეზრდა...
საქართველოს ამაყ მხედრებს
ჩვენს ტკბილ მიწას ვაფიცებდი,
ასე ვზარდე მე ვაჟკაცნი
არაგველნი, ასპინძელნი,
პურ-მარილის მამა ვიყავ -
მტრისთვის ავი მასპინძელი!

სად მეცალა მე სალექსოდ,
საიგავოდ, საარაკოდ,
ჩემი სისხლი წვეთებია
საივროს თუ საარაგვოს;
მიდით, ნახეთ, თქვენ გეძახით
ქსნის პირას თუ თრიალეთზე,
მოძებნეთ, რომ ჩემი სისხლი
თქვენს ძარღვებში თქრიალებდეს,
მიდით, ნახეთ, გაიოცეთ:
ჩემი სისხლი წვეთებია
საივროს თუ საარაგვოს;
მიდით, ნახეთ, თქვენ გეძახით
ქსნის პირას თუ თრიალეთზე,
მოძებნეთ, რომ ჩემი სისხლი
თქვენს ძარღვებში თქრიალებდეს,
მიდით, ნახეთ, გაიოცეთ:
როგორ ჩახმა, გასალკლდევდა,
დახედეთ და მტერს შეებით,
თუ მოგადგეთ ასაკლებდ...
დახედეთ და თქვენი მტრების
სიძულვილით დაითვერით,
შეიყვარეთ, ჩემს ხმალს ჰკითხეთ,
როგორ მძულდა ჩემი მტერი!

ასე მზრდიდნენ პაპისპაპა -
დავით და გორგასალი,
ამ სიმღერით მოვიარე
ინდოეთი, ხორასანი.
ეს ხმა არის ჩემი ტკბილი
დიდიდედის თამარისა,
აქ ქართულით გავხდი ღირსი
სვეტიცხოველის სამარისა!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი