ერთი გოგო მიყვარდა


ერთი გოგონა მიყვარდა,
პატარა, ცისფერთვალება,
სიკვდილი მან გამივარდა,
სიცოცხლე არ მენანება!

დავდიოდი და დამდევდ
მისი ლაჟვადის თვალები,
შავ ღამეს თეთრად ვათევდი,
მე მისგან შეუბრალები...

ისე, შორიდან ვეტრფოდი,
სიყვარულს ვერა ვბედავდი,
ლაჩარი ხომ არ ვეგონე,
ან რას ფიქრობდა ნეტავი?

მისი სურათი თან ჩამყვა,
დღემუდამ თავზე ვევლები,
მახსოვს, ვარდისფერ კაბაზე
ამოქარგული პეპლებით -

შემომხვდა, შემომაშუქა
თამარის ჯიღასავითა,
ერთი ღიმილი მაჩუქა
და თავის გზაზე წავიდა...

მან შემაჩვია ოცნებას
მანამდის უოცნებარი,
ახლაც მის სახელს ვახსენებ
ძმათა საფლავშიმდბარი.

მუდამ, სადაც კი მახსენა,
ვახსენებდი და ვფიცავდი,
კარპატებში თუ ვოლგაზე -
ყველგან მის ღიმილს ვიცავდი.

დრო მიდის... ასე ვდუდუნებ
მესამე წელიწადია,
იქნებ ვახსოვარ (მიმელის?),
ამის გაგება მწადია!

იქნებ გაიგო სიკვდილი,
დალალზე ხელი იტაცა,
ვაჰ, თუ ატარებს სიყვარულს
დაღუპულ ვაჟკაცისასა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი