ვარდფენობა


მკვდართა ობა... ამ დღეს მხოლოდ
ყვავილები მიაქვთ აფლავებზე.

სხვა არაფერი, მხოლოდ ყვავილი...
საფლავს რა უნდა ყვავილის მეტი...
მინდვრის გვირილა აქ მოტანილი
ჩვენი სიცოცხლის არის იმედი.

სხვა დროს საფლავებს შენდობაც უნდა,
პურის ნატეხი და ღვინის წვეთი,
მცირე ტაბლაზე სინათლეც უნდა,
საფლავს რა უნდა შენბოდის მეტი...

დღეს კი საფლავებს ყვავილი მოსავს...
საფლავის თავთან იჩოქებს დედა,
გვირილებს მამა ღრუბლიდან ყნოსავს,
დედა ღრუბლებში მამას ვერ ხედავს.
... როგორ მიმძიმდა მე უშენობა,
უმზეოდ ყოფნა, ქვეყნად გაძლება,
არც უვარდობა, არც ვარდფენობა -
და მეც შენსავით გამტეხა წლებმა...

მაგრამ დრო მიდს... გული დაღვინდა,
სიმღერად იქცა დარდი და სევდა,
შენი ვენახის ჭაშნიკი წმინდა
შენ სადიდებელ ლექსად დამზევდა.

მიწად იქეცი. რაც იყავ ის ხარ,
ისევ შენ გისმენ, შენი იმედი.
ვარდფენობაა... შენს დაუვიწყარ
სახელს რა უნდა ამ ლექსის მეტი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი