ვინ იცინის, ვინ ტირის?
1 ხედავთ, მორბის პატარა, შინისკენ მოიჩქარის, სახეზე მზე უცინის და თვალებში ცისკარი, რას ჭიკჭიკებს მერცხალი, "ჭრი-ჭრის" მღერის ჭიშკარი. ეგებება თოლია, მისი სიყრმის ტოლია... ნეტავ რამ გაგახარა, რა გაცინებს პატარავ? თქვენთვის არა მცალია, მეჩქარება ძალიან!... გამოცდები დამთავრდა, უბით მომაქვს ხუთები, მელოდება დედიკო, გულში ჩავეხუტები! 2 აგერ, მოდის მეორეც, მოდის ნამტირალევი, მელნით გაუთხუპნია ლოყები და თვალები... ირგვლივ ჟრიამულია, აგერ, ვიღაც ხარხარებს, ის კი დაღონებულა, არაფერი ახარებს! სახეს არც მზე უნათებს, არც უცინის ცისკარი, არც უმღერის მერცხალი, არც ჭრიალებს ჭიშკარი. შეუღრინა თოლიამ, ძველი ჯავრი ჰქონია! მოდის თავჩაქინდრული, ჩანთით მოაქვს ორები, პირველ კლასში ზარმაზი დასვეს განმეორებით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი