თამარის დაკარგვა ვარდის ქალაქში


უკან ჩამორჩნენ თამარს რაყიფნი:
მეცნებენი - შოთა და დემნა,
მათ საუბარით გადავლეს შიბნი
მთები და,
გაჰყვნენ ვარდების ტევნარს.

იყო მაისი... ჰყვაოდა ვარდი,
ვარდის ქალაქში, ვარძიის ახლოს,
ორი ჭაბუკი ავსილი დარდით
აჰყვა აგარის და თმოგვის მაღლობს.

იარეს დიდხანს,
ვერ ნახეს ვერსად,
ეძებდნენ ნავალს ვარდის ბილიკზე.
ვეღარ წააწყდნენ მის ფეხის მტვერსაც,
ჩამოსხდნენ ლოდზე, და სევდა იგრძნეს...

სიყრმის ტოლები -
და განუყრელად
ერთადმავალნი როგორც ჩრდილები -
სატრფოს ძებნაში ქცეულნი მტრებად
უმზერდნენ მიწას თავდახრილები.

იყო დრო, როცა ბრწყინვალე ბედი
მეგობრისათვის მეგობარს სურდა -
გაჰქრა იგი დრო და ერთმანეთის
მათ უბედობაც თითქოს შეშურდათ!

ეჭვით ავსილნი და უჩუმარნი
მზის გადახრისას
შოთა და დემნა -
სხვადასხვა ბილიკს გაჰყვნენ მდუმარნი,
ვარდის ჭალაში სატრფოს საძებნად...

*

უფრო უარეს მწხარე მაშინ
ვარზიის ქვაბში იჯდა თმარი,
მის წინ გაჩენილ ცრემლების ტბაში
კრთოდა თვალების ნაკამკამარი.

ხან დანანებით, ხან გაღიმებით,
მარტოდ დარჩენილს ღალატის ხევთან -
აგონდებოდა მას რაყიფები
თანშეზრდილები და ცრემლს აფრქვევდა.
აგონდებოდა დემნას თვალები,
წყვდიად ღამეში გამკრთალი ელვა.
მაგრამ აღმოჩდნენ იდუმალები -
და ის თვალები მან დააბნელა...

მეორეს -
ამაყს და ჰაეროვანს -
მოჰქონდა გული ლექსად ნახარი.
მაგრამ თამარმა სხვა გზა ვერ ჰპოვა:
იმ წმინდა გულში დაჰკრა ლახვარი....

* * *

აწ რომელ მხარესარიან ვაჟნი,
ან სიყმაწვილის სად გაჰქრნენ დრონი?
თამარს შერთვია ჭაღარა თმაში,
ჩამქრალან თვალნი გასაშტერონი.

სევდით დასცქერის ვარძიის წყაროს,
მისმა ცრემლებმა ეს წყარო ზარდ,
აწ რაღას ჰპოვებს ის სანეტაროს,
მას ხომ შოთაც და დემნაც უყვარდა!

* * *

ვარდის ქალაქში ამოდის მთვარე,
დაკარგულ თამარს სევდით დაეძებს.
და ჩამოხედავს კენტად მოარეს,
დემნას -
დაცემულს მუხლისთავებზე.
ის უსინათლო მოარღვევს ღამეს,
ემდურის, სწყევლის ბრმა ბედისწერას,
ჰკივის..
იპოვნე?...
მაგრამ მრისხანედ
ვარძიის მიღმა გუგუნებს: ვერა!

ზევით კი, სადრაც,
ლაჟვარდის თაღთან,
მაინც თამარის მზის მოფიცარი -
შავბედითობით შთენილი სახტად
ქართული სიტყვის ზის ოპიზარი.

მოაგონდება...
შეხედავს მთვარეს.
წამით შეწყვიტავს გრძნეულ სიმღერას,
უხმობს:
იპოვნე?
მაგრამ მწუხარედ
ვარძიის მღვიმე
გუგუნებს: ვერა!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი