მე ვინა მთქვა..
მე ვინა მთქვა სიტყვის მთქმელად, ვინ დამარქვა ლექსის მთქმელი? რა ხანია ვეჭიდები, ვერ ავხადე გულს სარქველი... ბარი დავკარ, ხელი გავკარ, ვემუდარე, ვეანდაზე, ჩავძახოდი - მიბრუნებდა სიყვარულის მეათასედს. ვერ ავხადე გულს სარქველი, ალბათ, ჟანგი მოსდებია, შიგ ღვინოა ძველისძველი თუ ბაჟაღლოს ზოდებია?! შიგ ღვინოა ძველისძველი, იქნებ ღირდეს დამათრობლად, ამოხაპვა ვერ შევძელი, ჰა, სიბერემ დამათოვა! გულის პირი ვინ გაჰკერა, ან სარქველი რამ ჩაკირა, უნახავად ვინ გამიგებს, ვინ დამიგეს ჭაშნაგირად?! ღვინო რჩება შეუსმელი, გულმა თუ არ მითავდება, მიიწურა შარა გრძელი, სიყვარულიც მითავდება. .... ლექსო, კუბოს ვერ ჩაგიტან - ეგ იმედი ამოაქრე, გულს სარქველი ვერ ავხადე, საფლავს როგორ ამოანგრევ?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი