მე რა მეჩქარება..
მე რა მეჩქარება - ცხოვრება მაჩქარებს... მე რა მენაღვლება, ცხოვრება მანღვლებს... მე რა მეჩქარება - სადღაც მიმაჩქარებს, სადღაც მიმაქანებს მანქანით, იალქნით, ორთქლმავლის გუგუნით, ტალღის ფორიაქით. კი მაგრამ, იცი რა - იცი, რა მანაღვლებს? არ გიცნობ ვინა ხარ - შენს თავს დამანახვებს, ყველას დამავიწყებს, შენს თავს შემაყვარებს, შენ თავს დამავიწყებს და სხვას შემაყვარებს! დღემუდამ მაოცებს, დღემუდამ მაღონებს: სხვას რომ შემაყვარებს - შენს თავს რად მაგონებს, თუ გადამავიწყა - რაღად გამახსენებს იმ დღეებს წასულებს, მაგ თვალებს, მაგ ხელებს... ო, ეს დრო კი არა, ცხოვრება კი არა, გულია კაცისა ხარბი და ცოდვილი... მეც რა მენაღვლება - მივყვები, მივდივარ, ბედს ვარ მინდობილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი