მტკვარზე გამოჩნდნენ ნავები
მტკვარზე გამოჩდნენ ნავები, ტალღებზე თეთრად ელავენ, ორთაჭალიდან მოჰქრიან, მეც წამიყვანე, მენავე! წამიყვა, ერთად ვუმღეროთ ამხ ეობას და მთა-გორებს, ამყევი, ამიყოლიე, აღმა და აღმა მაქროლე! მომწყინდა დაღმა დინება წნელით შეკრული ტივითა, აქ წამოვიწყებ სიმღერას, მტკვრის სათავემდის მივიტან! ტივით ზოზინი მომწყინდა - მოქნევა ორთაყვირისა, წამიყვა, ვნახოთ მშვენება მტკვრის და არაგვის პირისა. მტკვარზე გამოჩნდნენ ნავები, ტალღებზე თეთრად ელავენ, მტკვრის სათავისკენ მიჰქრიან, მეც წამიყვანე, მენავე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი