ოდისევსის სიმღერა
ვარ ოდისევსი, გადავლახე მღელვარე ზღვანი, გზა უდაბური კუნძულების, მსხვრევა ხომალდის, პოსეიდონის უკან დევნა და შერისხვანი... ვარ ოდისევსი, ავსებული ჭმუნვით და დარდით, ვარ ოდისევსი, გამოვცადე, მსხვრევა იმედთა, ცრუ მეგობრობა, ცბიერება, ცვალება სწრაფი, გამაჭაღარა და მომქანცა ჭიდილმა ბედთან, ვუახლოვდები მოქანცული სამშობლოს ნაპირს... ვარ ოდისევსი მიჯაჭვული ხომალდის ანძას: მოუსმენელის ჯერ კაცთაგან სმენა მწადია, თანამგზავრები დასცინიან ჩემს უხმო ტანჯვას, ჩემს უხმო ტანჯვას, ეს მეათე წელიწადია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი