ოქროს ყანა
მკათათვეა, მინდორ-ველი დაამშვენა ოქროს ყანამ, მღელვარე და სანატრელი ვის უნახავს ამისთანა? აქეთ ოქროს თავთავები, იქით ოროს თავთავები, შრიალებენ, გვიცინიან თაფლისფერი წამწამებით. დიდ-პატარა მინდვრად არის, ყველა შრომობს, ყველა გალობს, ზეცის თვალი ზედ დახარის კომბაინს და მზიან კალოს. სიხარულის ნანას მღერის ოქროს ყანა, ოქროს ყანა, მღელვარე და სანატრელი უალერსებს ჩვენს ქვეყანას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი