სამზადისი
ეს მანანა რა ყოფილა, მუდამ შრომობს, დროს რა ჰკარგავს, აი ახლაც, თან ღიღინებს, თან ალისფერ დროშას ქარგავს. მამას სთხოვა ჯიბის დანა და ღიმილით ამას წინათ - დროშის ტარი გამოთალა ლამაზი და პაწაწინა. არასოდეს არ ყოფილა აგერ წყნარი, აგრე ჩუმი, ვარსკვლავები ამოქარგ ოქროსფერი აბრეშუმით. არვის უმხელს, მხოლოდ გუშინ ჩასჩურჩულა ყურში ბებოს: "ამ ძვირფასი საჩუქარით პირველ მაისს მივეგებოთ!"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი