2004 წლის 1 იანვარი
ის წელი გაქრა, კი არ გასულა და ჩაწურული დროის ძაბრიდან ნაცნობის სახე ჩანს გასუსული და ეზმანება ის, რაც გაფრინდა. შლი ამ სიტყვებით თრობის ნაკვალევს და გეცრემლება თვალი ღვთის ნებით, ალბათ, იპოვი სიტყვებს საყვარელს, სადაც თანდათან გაიხიზნები. რადგან ეს ლექსიც დროის ობია, რატომღაც მაინც არის მართალი, მიჰყვება უფალს, ის უცნობია და გახსოვს მხოლოდ გულში გამკრთალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი