Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_3bsf75onam9107rc26liioj3ri, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ვცდი.. - გივი ალხაზიშვილი | პოეზია

ვცდი..


ვცდი, დროის ბზარი რომ ამოვგმანო
შორისდებულით, ანდა ხმოვნებით,
რომელმაც იქნებ შვება მომგვაროს
გზის გაგრძელებით თუ შეყოვნებით.
მაგრამ სიკვდილიც რომ სიკეთეა,
მინდა, არც მინდა ამის გაგება,
მოულოდნელად რომ იკვეთება
და მაახლოებს უცნობ განგებას.

თუმცა ეს წუთი არის უჩვევი,
უცნობი, უცხო და შემზარავი,
ყოველი ნერვით ვებღაუჭები
დროს, თუ დამაცლის დროის მპარავი.

ფანჯრის რაფაზე ხტიან თითები,
ვარსკვლავთცვენაა თუ მარჯნისცვენა,
მე ვზი შემკრთალი და ვიჭყიტები,
ლიფსიტასავით ხტის მაჯისცემა.

ბაბუაწვერა გასუსულია
და მის სიჩუმეს შიში რას უზამს?!
და ჩემს ყოფაზე უფრო სრულია
ჩემივე შიშის ჩემში გასუსვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი