დეკემბრის ეპისტოლე
ისევ შენი სიჩუმეა, რომ მეხვევა და გულში მიკრავს. თვალი გზად მექცა, გზა დუმილად, დუმილი ფიქრად... წამომეწია მომავალი და მე რა ვიცი, წყვდიადის სხივი გულის ყუნწში როდის გაივლის... შენ თვალი ისე გამომაყოლე, დამიგულე და სიყვარული გამომაყოლე, ამ სიშორეზე მზერით მომწვდი, თვალი ისე გამომაყოლე... სიტყვა გულივით მეკუმშება, ხან მეკვეცება, ვრჩები ღამეში გახვეული _ ბერად შემდგარი თუ აღკვეცილი... ჩემში ვინახავ შენს ყოველ ნამცეცს და სიმარტოვე აღარაა ისე გულცივი, შენ უმიზეზო სიტყვებში ჩნდები და ისინჯები ჩემში პულსივით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი