Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_i2iq56dbbsk4h9bphtplnu4lk7, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
თვალის გაქცევა - გივი ალხაზიშვილი | პოეზია

თვალის გაქცევა


ყველაფერი ხელისგაწვდენაზეა _
ეს სიხარული - იანვარში გაშლილი ვარდი
და თვალის სივრცე, 
ისე ახლოა, 
რასაც ვხედავ, თითქმის ჩემია.
რა საჭიროა ხელის გაწვდენა,
ან მოფერება, 
გულში მაინც ვერ ჩაგიკრავ ვეღარასოდეს,
ისე ახლოს ხარ, რომ მკლავებით ვეღარ გიპოვი, 
თუ შეგეხები მხოლოდ მზერით, წარმოსახვაში,
შენ კი განაგრძობ ჩემში ყოფნას - 
მოციმციმე არითმიაში...
ღამით, როცა სულგანაბული 
ჩვენს შვილიშვილს საბანს ვუსწორებ,
სახეების ფრაგმენტებს ვხედავ 
დროში, რომელიც
ადგილს იცვლის და თან აქვეა....
უშენობის სიახლოვე დავიმეგობრე...
ესაა შენთან მოახლოების 
ერთადერთი გზა
და ცდა, იქნებ, 
თავი ხელახლა შევაგროვო დასაკარგავად.
. . .
თვალი ამ გზას ვეღარ გაწვდება,
თვალს გაქცევაზე უჭირავს თვალი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი