ხელისგულიდან ..


ხელისგულიდან ხორბლის მარცვლის
ვარდნა და ბელტის
მოახლოების გახსენება, როცა ვეშვები,
ვერ მივაღწიე იმ ხნულამდე, ისე დავბერდი
და დღიდან დღეში ვმოგზაურობ ქარის პეშვებით.

სიტყვათა ჟრჟოლა ჯერ ჩემშია თავის ფესვებით,
ნასაზრდოები ამ სისხლით და ამავ ხორცითა,
ვერც კი შემამჩნევთ, ისე ჩუმად დავითესები
თქვენი დროიდან, აქამდე რომ არ აღორძინდა.

ასო-ნიშნები გაივლიან ფურცლის ციფერბლატს,
გააგრძელებენ გულისცემას და სამომავლოდ
ამოვა წუთი, იმ დროისა, რომ ჩაიფერფლა,
რათა სამყაროს ორჭოფული მზერა მოავლოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი