შებრუნდა დღე-ღამე, შენ მაშინ იძინებ..
შებრუნდა დღე-ღამე, შენ მაშინ იძინებ, როდესაც ჩიტების პირველი ჟღურტული თავს აღწევს რიჟრაჟის არქაულ გასუსვას და მწყობრი ბგერებით იხსნება ურ დული, დუმილის სამყარო, ღამემ რომ ჩარაზა. შენ ცალ თვალს აახელ და წონასწორობას თრთოლვაში დაეძებ და შენ ხარ თარა ზო, და არა ვენახი და თვლემის კონტურებს გადასავიწყებლად ალაგებ თაროზე და ჩუმი შრიალი, ჩურჩული, ფუთფუთი- ძველი ბინადარი – მოძრავი არქივის, აგრძელებს სიცოცხლეს, თითქოს და მდუმარეს, სხვებისთვის მდუმარეს, შენთვის კი გაჰკივის. ზანტად იქსოვება სიზმრის აბრეშუმი ჭიის სამყოფელი პარკივით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი