Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_i2iq56dbbsk4h9bphtplnu4lk7, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ღამის სისხლი - გივი ალხაზიშვილი | პოეზია

ღამის სისხლი


ხმაური ჩემში
ჩამალულმა დღემ რომ ჩატოვა
და შენი სუნთქვის აჩქამება ისე მჩატეა
და შუაღამით,
კედლებიც რომ იწყებენ ჩურჩულს,
ხელნაწერები, აქეთკენ რომ
თვალს აპარებენ,
ჰაერში გეძებ,
მაგრამ ჰაერი დაღლილია
ვარდების სუნთქვით
და ცდილობს სურნელს გაშორდეს და
სული მოითქვას.

ზოგჯერ ჰაერსაც არ ყოფნის სივრცე,
შემოდის ჩვენში,
ერთმანეთით პირთამდე გვავსებს
და ამღერებულ ღამის სისხლში
ვარსკვლავებს ადნობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი