ჩინური მოტივი
თამაზ ჩხენკელს კენჭს ვისვრი ტბაში და თავს ვიქცევ ნასვამი, ვერცხლისფერ რგოლებით ვლივლივებ ტბასავით. ნავს ცალი ნიჩაბი საითკენ წაიყვანს?! მეგზური ვარსკვლავი და ჩემი ცა იყავ. ფრინველი ღამისა წყვდიადში სავსავებს, ვღიღინებ, მოწყენას ხმოვნებში ვაზავებ. უჩუმრად წახვედი და გული დამწყვიტე, ჩვენს ბაღში ალუბლის ჩრდილები დაწყვილდნენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი