სინამდვილესა და ხსოვნას შორის
მომწყურდა სუნთქვა კამერულ ლექსის და წყურვილს გაბმულ ნატვრას ვაბრალებ, ვზი, მწარედ ჩავლილ დღეების ლექში და ვახელ თვალებს _ დარდის ნაპრალებს... შენი სხეული სავსე სიახლით, სურნელს აფრქვევს და სურვილს ამძაფრებს და ვიდრე მოველ, თვითონ მეახლე და წუთის სიღრმე კოცნით ამწაპნე. იყო უცნობი და თან ნაცნობი შეუცნობლობის ხმობა სიღრმიდან და შამპანურის სველი საცობი და თვალი _ თვალში თვალს რომ მიყრიდა... ის აქვე იდგა, მისი აჩრდილი ოთახს ტოვებდა და სინამდვილეს და ხსოვნას შორის ვიყავ გაჩრილი და გულში, შენ რომ მოინადირე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი