..სიჩუმე, შენი სუფლიორი
სიჩუმე, შენი სუფლიორი, როცა გკარნახობს, ხმა გესმის არაამსოფლიური და ზოგჯერ ისეთს გამოურევს, ვეღარც იხსენებ, მან ამოაშრო წყალი ლარნაკში, გადაფურცვლისას თითებს ისველებს. ზოგჯერ წიგნიდან დაუცურდება მკვდარი ყვავილი ჰერბარიუმის, და თვალს გაახელს შენი წარსული სექტემბრის ბაღებს შეფარებული და ბზუის, ბზუის ნემსიყლაპია ამ სიჩუმეზე შეყვარებული. მოგეჩვენება რომ მდუმარებას უბზინავს ფრთები საეჭვო მწერის, რომელიც ისე სიფრიფანაა, როგორც განწყობა ამ ლექსის მწერის. ეს გულჩვილობა ინფანტილური სიბერისაა ან სიღლაპეა და სიჩუმეში ორ ხმაში ბზუით შენ და სტუმარი ნემსიყლაპია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი