Spiritus
მგონი აქ ხარ... შენს სიახლოვეს ვგრძნობ და მიკვირს, სიტყვებში როგორ შემოხვედი... სად ხარ, არ ვიცი, შორიახლოს თუ ისევ გულში?! - მე სულით გხედავ... უთქმელადაც ვსაუბრობთ ხოლმე _ ჩრდილების ენით და ნაბიჯების ექოების მონაცვლეობით _ ჰაერის ჩქამით და ჰორიზონტით, იოტასავით რომ ინასკვება და მხოლოდ გულში გავლებულ სიტყვით..... წარმოსახვა სარეველაა, ყაყაჩოსავით ლამაზია, მაგრამ ფუჭია. ჩამქრალ ოთახში უმიზეზოდ ირწევა ფარდა, და მოჩურჩულე სანთლის ალი შენი ტუჩია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი