თვალი
ეს გარინდება თავის სიღრმიდან ამოიხედავს და გულში იწყებს ამონათებას ის მზე, რომელიც შენში ამოდის, ამ სახურავებს და ამ ბაღებს არ ეფინება, ის ახალ სუნთქვას სიტყვაში ეძებს და გაფიქრება, რომ დედამიწა, ასტეროიდულ წვიმების ფონზე ისე წააგავს ბაბუაწვერას, რომ შიში გზაფრავს და ხელს თვალებზე ისე იფარებ, თითქოს ამ სოფლის კარი მიხურე და იგრძნობ სულით თვალის ახელას, როცა ის არ ჩანს, მაგრამ გიყურებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი