დარდის ამომღერება
წავედი ცაში, თვალის ცა მიყვარს; ვიღაც თავს იქცევს გზის გამრუდებით… მოვა უცნობი და მეც წამიყვანს და თუ მინატრებ დაგიბრუნდები. დამეძებს მტვერი, მტვერი მზის სხივის, მოცეკვავე და საყოველთაო, როცა მზე ჟონავს ზეცის სისხლივით, ამბობ, ღრუბელი აყვავილდაო. ისე გაივლის დილა ყოველი, ჩემს გაჩენამდე რომ გადიოდა, გამოიხედავს ჩემკენ ყვავილი და თვალს მოჭუტავს, როგორც იოტა, ახლაც არ ვიცი, გზას სად მივყავდი, როცა აღარსად არ მიდიოდა?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი