მთელი საღამო შენზე ვფიქრობდი ..
მთელი საღამო შენზე ვფიქრობდი, შენზე, ვინც უკვე დიდი ხანია, წარსულში ხარ და თანაც აქ ხარ… თითქოს მრავალი წელი კი არა, მას მერე ერთი წუთი გავიდა: წარსულში ხარ და თანაც აქ ხარ… ვინ იყო ნეტავ, დრო რომ დაშალა წუთებად და საათებად, თვეებად და წელიწადებად და შენ მაინც ვერ დაგივიწყა?! წარსულში ხარ და თანაც აქ ხარ… და ისე წრფელად იყურები, რომ თბილ ნაკვალევს ტოვებ გულში და ვარსკვლავებით ცას კი არა ჩემს თვალებს ავსებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი