სადღაც ბეღურების ხმა ..
სადღაც ბეღურების ხმა, სადღაც ბაღის გულში - გადარჩენილ სიცოცხლის მხიარული კუნძული, გაღიმებულ სარკეში ანარეკლის კუნწულა და თვალებში გამკრთალი გახსენება მრუში. ჩავლილია რაც იყო და რაც იყო გამქრალა, როგორც ძველი ზღაპარი ანდა სიზმარ-ცხადი, მაგრამ მაინც მოფრინავს, როგორც ბოლოქანქარა და სიტყვიდან სიტყვაში ბოლოს ქნევით დადის. მაინც უნდა უარვყო, უნუგეშოდ გავრიყო, ვფიქრობ ხსოვნის სასწორი გადავწონო რითი? ის, რაც იყო ოდესღაც, არასოდეს არ იყო, მაგრამ იმ გახსენების მაინც შემრჩა რიდი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი