ლოცვის ხაზზე
ხარ უდაბნოში. უდაბნოა უფრორე შენში, მოჩვენებათა არ აგროვებ ახლა ნიმუშებს. თითქოს მოდუნდი და ტკივილთა გვემას შეეშვი, მერე ადექი და საკუთარ სულთან იმრუშე. ეძებ არავინ-ს, ელოდები როცა თვისტომებს, სუნთქავ ლოცვებს და გზას ინათებ უდიადემოდ, ხალხს ყველაფერი, ღმერთისთვის კი ცოდვებს იტოვებ, მზერით ბაბილონს გოდების ხმა რომ მიადევნო. მიწამ მიირთვა რახანია შენი სიზმრები, დასანანია,ვერ იქცევი ქვემოთ ვენახად. დღე დღეს არ მისდევს,მაინც იჭერს. ხიბლში იზრდები, და უნებურად ხასიათიც შემოგენახა. შეინახავდი სასოებას ალბათ ისედაც, თუმც ახირება, რომ არ იყო, იყო დროული. წეღან ეშმაკი შენს სიკეთეს ბადით მისდევდა, და ბოროტება გაიძახდა: ღმერთსაც მოვუვლი. ხარ უდაბნოში...ყლაპავ ნერწყვს და სინდისს აყოლებ, სულზე იშუშებ ბაბილონს და სუნთქავ ოხშივარს. დღეს ქედმაღლობა დაემალა შენს თანატოლებს, ახლა წერილს გწერ და მომავლის დახრულ ქოხში ვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი