დღეა ჩვეულებრივი
დღეა ჩვეულებრივი... სული ვერ დავამშიე, უჩვეულო არაა, მიჭირს ქების მოხდენა, ისტორიას აჩუქებს ეს საღამო ნაშიერს, მერე თვალის ახელით ზღვის გაყოფა მოხდება. მიჭირს სინამდვილიდან სასურველის გატანა, ჩრდილის საბან დახურულ ყოფნას ისე ვასრულებ, ვერ ვპოულობ სიზმრებში მეტაფორის ნატამალს, როცა მოგონებებით ამოივსო სასულე. არარსებულ გრაგნილზე მომავალი მოვხაზე, აწი, ჩაძიება და ამოხსნაა აფსურდი. არ მეტყობა უფალო ნუთუ მიხრვრა-მოხვრაზე, როდის დავიწყები და ბოლოს როდის დავსრულდი?! თუმც რატომღა ვკითხულობ - ბედს არასდროს ვუჩივი, ძაღლი აღარ უყეფს და გულზეც არ ეხატება, ახლა ბოროტებაა მეტნაკლებად გულჩვილი, ხოლო სინანულია მობუზული ხატებთან. მორჩა, ეს დღეც ჩაბარდა ისტორიას უმწეოდ, ქუჩა-ქუჩა მეძება, ვერ მიპოვნა ღირსებამ, შენ მუდამ მიმეორებ: ნაყოფს აკვანს ვურწევ-ო, განუკითხავ ღამეებს ძეგლი არ ეღირსებათ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი