სამი კნუტი
სახლში სამი კნუტია: ცეტა, ზანტა, ბუტია. ცეტა დახტის ალთა-ბალთას, უკან დასდევს ბატს და ქათამს, თვალებს ისე აცეცებს, ვერ გავიგეთ, რას ეძებს... ხან ტყეშია, ხან - მინდორში, ხან - ხეზე და ხან სხვენზე. ზანტა დარდიმანდია, ბაფთიანი ფრანტია, არაფერზე არ ფიქრობს, სულ დივანზე აგდია. ასე ნებივრობაში ათენებს და აღამებს. სახლს რომ ცეცხლი გაუჩნდეს, თვალს არ დაახამხამებს. ბუტია კი ბუტუსურა, დახეთ, სულმთლად თავს გასულა! შინაურებს გაებუტა რაღაც მიზეზ- მიზეზით, შინ შემოსვლა აღარ უნდა და საწვიმარ მილზე ზის... „რას გვემდურის ნეტავ?!“ - კითხვას ვერვინ ბედავს... სახლში სამი კნუტია: ცეტა, ზანტა, ბუტია. ვაი, იმათ დედას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი