დათოს ქუდი


დაიკარგა დათოს ქუდი,
სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს.
იგვიანებს დათო ბაღში,
მოეღუშა პირისახე.

არ იცოდა, რაღა ექნა,
რადგან ქუდი არსად ჩანდა,
ადგა დათო და წვიმაში
თავშიშველა წაჩანჩალდა.

ბოლოს ქუდი ბებომ ნახა
მიგდებული საწოლს უკან,
ტკბილი ძილის მოყვარული
შიგ ხვრინავდა დათოს ცუგა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი