უცნაური ორთქმავალი
საახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ნეტავ, უცნაური არის მეტად. ერთმანეთზე გადაბმული, ჩანს თერთმეტი სათაგური. წინ ეწევა დიდი კასრი და იმ კასრზე კბილებბასრი ულვაშა და კუდფუმფულა ფისუნია დასკუპულა. მემანქანის ფორმა შვენის, მემანქანის ქუდიც ხურავს და ტკბილი ხმით უხმობს თაგვებს, თან ხითხითებს ეშმაკურად: - ვისაც უნდა ქალაქისკენ უბილეთოდ გავაქროლო, აბა, ჩქარა ამობრძანდეს, ერთი წამი დაგვრჩა მხოლოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი