ორი ფისო
ფისოს ფისო ესტუმრა, მოეწონა ძალიან: - როგორა მგავს, თითქოს-და ჩემი ტყუპის ცალია. შავტუხაა ჩემსავით, გაბურძგნული ბეწვი აქვს. ალბათ სახლში ეზოდან სათამაშოდ მეწვია. - თათით იხმო: - აქ მოდი, შორით რატომ მიცქერი? მიავ! - თქვა და სტუმრისკენ გაიწვდინა კისერი. უცებ შეკრთა ფისო და ხმაც მაშინვე გაკმინდა. თურმე თავის ორეულს მოუხმობდა სარკიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი