ვისწავლოთ ანგარიში
ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, უკვე ვიცი დათვლა, თუკი ასე ვისწავლი, მე სკოლაში წავალ. ერთი ცხენი ბალახს ძოვს, მიემატა ერთიც, აბა, გამოიცანი რამდენია? - ორი. ორი ცელქი მელია ელოდება დაიკოს, როცა ისიც მოვა, გახდებიან? - სამი. აგერ სამი ფისოა, ფანჯარაში - ერთი, სულ რამდენი გამოვიდა? რამდენი და - ოთხი. ოთხი ლეკვი თამაშობს, მიემატა ერთი. აბა, ჩქარა დაითვალე რამდენია? - ხუთი. სამი ცელქი მელია მზეზე წევს და თბებიან, ორი - წყალში ჩავიდა, ერთს კი ჩასძინებია. ოთხი ფისო თამაშობს, ერთს მოსწყურდა წყალი, თუკი ერთი წავიდა, დარჩებოდა - სამი. ხუთი ლეკვი რომ ჰყეფდა, რატომ არის - ოთხი. იმიტომ, რომ ყეფისგან დაიღალა ერთი. ორი ცხენი ბალახს ძოვს, შინ წავიდა ერთი. აბა, გამოიცანი, დარჩა მხოლოდ - ერთი. ჩემს საკუთარ თითებზე შევისწავლე დათვლა, ერთი, ორი, სამი, ოთხი, მივუმატოთ ერთიც და გახდება ხუთი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი