თოვლის პაპის ნათქვამი
ცეკვით, სიმღერით, სიცილ-კისკისით მომილოცია ახალი წელი! მომაქვს ციგები, მომაქვს გუნდები, მაჭახელების ჭახან-ჭახანი! მაღალი ნაძვის მწვანედ ღაღანი, მწვანე ნაძვივით რწმენა მაღალი, რომ ამ მიწაზე აღარ იქნება წყარო დამშრალი, ნერგი გამხმარი. გულს გაგვიხარებს შრომის სიმღერა, წარმატებები ახალ-ახალი და საქართველო გახდება მალე მართლაც ზღაპრული მხარე ბაღნარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი