იჩახჩახე ჩიჩილაკო
თეთრად ელავს ბურბუშელა და ფიჭვის ხეს სურნელს აკმევს. ზედ კი ბებო ნელა-ნელა ჰკიდებს ვაშლებს, ვერცხლის კაკლებს, კანფეტებს და მანდარინებს, ჩურჩხელებს და ჩირის ასხმას და თან უხსნის შვილიშვილებს: - ჩემო ირა, ლილი, ასმათ, ეს ქართული ნაძვის ხეა, პაპათქვენის ნახელავი, ალბათ, მიხვდით, რად გეწვიათ - რომ აგივსოთ კალთა ხვავით. - რა ჰქვიაო? - თქვა ირაკლიმ. - რა ჰქვია და... ჩიჩილაკი! - და სამივემ ლამაზ სტუმარს მიუმღერა ტაშის დაკვრით: - ვიცით, ვიცით, ჩიჩილაკო, ამ ახალ წელს რისთვის ამკობ, გსურს პატარებს საახალწლო სიხარული არ მოგვაკლო! გაგიმარჯოს, ჩიჩილაკო! იჩახჩახე, ჩიჩილაკო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი