ავად გახდა ხუთიანი
ხუთიანი ავად გახდა, დატრიალებს თავზე ანა. დაეკარგა სნეულს მადა და ოთხიანს დაემგვანა. დასიცხულს და უჭმელს-უსმელ კითხვის თავი ჰქონდა განა?! აუწია სიცხემ ისევ, გადაიქცა სამიანად. - დავიღუპე, ვაი, დედა! - აღვარღვარებს ცრემლებს ანა. - ამ ხუთიანს, როგორც ვხედავ, უნდა იქცეს ორიანად. - ალო! - ექიმს უხმობს ანა, გევედრებით, მოდით მალე! ავადა მყავს ხუთიანი, მომირჩინეთ, დამეხმარეთ! - ჰა, ექიმიც გაჩნდა უცებ, არ დასჭირდა ფიქრი დიდხანს, თქვა: - შეჰყრია სიზარმაცე! - რა მოარჩენს? - წიგნის კითხვა! - ჩქარა წიგნი, წიგნი მინდა! - ანამ ძილში თვალი ჭყიტა. - აქა ვართო! - მეგობრებმა გადმოსძახეს კარადიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი