ბიძინას ნატვრისთვალი
- ნატვრისთვალო ციმციმავ, მინდა გთხოვო, იცი რა?.. ბებო გამიჯანმრთელე, ავად ხდება ხშირ-ხშირად. ნატვრისთვალო, ციმციმავ, მინდა გთხოვო, იცი, რა? მითხარ, სად დაიკარგა ბურატინო დიდცხვირა. ნატვრისთვალო, ციმციმავ, მინდა გთხოვო, იცი, რა?.. ნატვრისთვალი რომ ნახა, თამრომ ბევრი იცინა: - ეს ხომ ჩემი ღილია, სად იპოვე, ბიძინა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი