ლახტი
ლახტი, ლახტი, ლახტუნა, ლახტს თამაშობს დათუნა. დაიჯაბნა ციყვუნამ, ახტუნა და ახტუნა. აუწითლა ლოყები, აუჭრელა გვერდები, ძლივსღა დადის, წუწუნებს: - ეხ, ციყუნავ, ვბერდები! შენ კი, სულ არ ვიცოდი, რა მარჯვე ხარ, რა მალი! კარგი, გეყო თამაში, დამიბრუნე ქამარი. - რაო, რაო, რას ბრძანებ? ხომ მოგიგე, ძამიკო! ეს ქამარი ჩემია, სახლში უნდა წავიღო!- დათუნია ატირდა, ცრემლი მოსდის ღვარღვარით: - შინ როგორღა წავიდე, ჩამვარდება შარვალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი