სექტემბერი რას მღერის
ცხრათვალა მზით ნაფერი, ცხრა მთა გადმონაფრენი, ლერწამ - ლელის ცხრა ღერით სექტემბერი რას მღერის? საგალობელს სწავლისას, სადიდებელს შრომისას. არ მოსცდეთო წამითაც, მზისკენ გიხმობთ შორი გზა! მაღალ მწვერვალებამდე სულ ტკბილი ხმით რეკავდნენ წიგნებს ნაზიარევი ცოდნის ოქრო ზარები. ბეჯითს, გამრჯე მეგობარს, რომ შევუქებთ მარჯვენას, ზარმაცს ისიც ეყოფა სირცხვილად და სასჯელად. ასე წკრიალ - წკრიალით, ასე ტია - ტიათი თავს დაგფრენდნენ ფრიალით ფრთაშესხმული ფრიადი. ცამ ღრუბელი გაშოროთ, ეს დღე არ ღირს უთქვენოდ. სიყვარული სამშობლოს საქმით უნდა უჩვენოთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი