Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_g1tuc3fpshi4pujou57bnelgu0, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
უცნაური კითხვა - გივი ჭიჭინაძე | პოეზია

უცნაური კითხვა


ერთი   ფიქრი   დღე   და   ღამე
არ   ასვენებს   ამ   ჩვენს   ლევანს:
- შენ   და   მამას   ნაადრევად
თმაში   თეთრი   რად   გერევათ?
- უცნაური   ბიჭი   მყავხარ,-
მოღიმარი   ამბობს   დედა, -
შენ   იზრდები,  ჩემო   კარგო,
ჩვენ   ვბერდებით,  როგორც   ხედავ.
- არა,  არა,  აბა,  გუშინ
რატომ   მითხრა   მამამ   ასე:
- იმდენი   თმა   გვითეთრდება,
რამდენჯერაც   გაგვაბრაზებ!
- მართალია,  სწორი   უთქვამს...
- თუ   ასეა,  ჩემო   დედი,
ეტყობა,  რომ   ჩვენს   ბებიკოს
შენ   ძალიან   აბრაზებდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი