შვილიშვილი
იგი ღიმილით მეწვია მაშინ, როცა უძლურის შიშით ვიგრძენი, ამაოების ჩრდილთან თამაშით როგორ მიპყრობდა სევდა ძირძველი ნახევრად იმ უსახლკარო ბავშვის, მაგრამ ნახევრად იმ ბრძენი კაცის, უსულგულობის დროთა ბრუნვაში რომ დასდეს სხვისი სასჯელი მკაცრი. იგი მეწვია და მე უეცრად თითქოს გამეხსნა დახშული სივრცე. იასამნისფრად გაბრწყინდა ზეცა, იმედის კიმპალს ნელი-ნელ ვიმცვრევ. დღეს მივხვდი – გაუცხადებელ სიზმარს ბოლო ჰქონია ჩემთვის კეთილი... და მოზღვავებულ მიწის და ცის მადლს ვგრძნობ მხარზე შემჯდარ თეთრი მტრედივით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი