ეკატერინა ჭა[ვჭავაძ]ისას
წინანდლის ვარდო, სულითა ტრედო, გულითა წმინდავ, ვით მთისა წყარო! ვითა ცისკარი, ხარ მოცინარი, რომე მხილველის გული ახარო. იმხიარულე, ვიდრე სიცოცხლე შენი მშვენივრებს, ვით ყვავილთ ჯაჭვი; ვიდრემდის შენ ზე დაგნათის, ვით მზე, სიჭაბუკისა ნათელ ვარსკვლავი! ჭმუნვის ღრუბელი, გულ-დამაბნელი, ვიდრე მხიარულს არ შეგხებია; ვიდრე ამ სოფლის დაუდგრომელის ვარდნი ეკლადა არ გარდაგცვლია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი