ძვირფასო გიტა შტრახვიტც! (შგირდის გამო)
გრაფინია გიტა შტრახვიტცს მიოლვალდპლატც 2 ვენა IV 14.9.1961 ჩემო ძვირფასო შეგირდო! ”შგირდი”. ამაზე ამბობთ (3.9.1961): რით დავიმსახურე ეს სახელი? რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი გავხდე თქვენი შეგირდი, რადგანაც ვიცი, როგორია თქვენი ”ცოდნა”. აქ საქმე მხოლოდ ”ცოდნაში” არაა – მაშინ გიწოდებდით ”მოსწავლეს”. ”შგირდი” – ”მოსწავლე”: ნიუანსის ახსნა საჭიროდ არ მიმაჩნია. ვფიქრობ თქვენზე. ამავე დროს ვკითხულობ თქვენს წერილს. ძალიან ინტროვერტირებულად მეჩვენებით, რაც უფრო გახსნილად მოეპყრობით თქვენს სამყაროს, იმდენად თავისუფლად და ნაყოფიერად გაიხსნებიან თქვენი მდიდარი ბუნების შესაძლებლობები. ჩემთან შგიძლიათ სავსებით გულახდილი იყოთ: დიახ, უნდა იყოთ – თქვენი ჩემდამი ურთიერთობის განსაკუთრებულობის გამო. ვხედავ, ასტროლოგიაზე მაღალი აზრის ხართ. ”ბოლოს და ბოლოს ყველაფერს წყვეტს ადამიანის პირადი მე, რომელიც ბედის სასწორზეა შგდებული”. (”Die Hüter des Grals”). ”თავის ხატებაში” შექმნილმა ადამიანმა ეს ხატება უნდა გაამართლოს. ის ამას იმით ამართლებს, რომ თავისი შინაგანი სამყაროდან – წინარეალური არარაობიდან – მოქმედებაში გადაჰყავს ე.ი. artus purus – ში. აქ არის თავისუფლების ადგილი, რომელიც არ ნიშნავს მხოლოდ თავისუფალ არჩევანს. ის ყოველთვის ახალ დასაწყისს ნიშნავს წინარე დასაწყისის ზღვართან. ესაა ღვთაებრივი ადამიაანში (შნიშვნა. ”თავის ხატებაში” და არა ”ხატად თავისად”. ადგილების გადანაცვლება მარტინ ბებერის და ფრანც როზენ კრანსის მიხედვით, ჩანს, უფრო სწორია და:უფრო ღრმა. ”წინარეალური არარაობა’’. ეს იღბლიანი გამოთქმა ეკუთვნის ოსკარ გოლბერგს და სხვა მიმართებით ნახმარი წიგნში ”Die Wirklikeit der Hebräer”). ”ლაშარი” და სტალინი, მისი მოწინააღმდეგე – ორივე საქართველოდან! როგორ შეიძლება ეს? ალბათ აქ ყოფიერების პოპულარობა მოქმედებს. ალბათ. გურჯიევი. დაახლოებით 40 წლის წინ ვხვდებოდი ხოლმე თბილისის ერთ – ერთ კაფეში, რომელშიც ჩვენ, პოეტები და ხელოვანნი თითქმის ყოველდღე დავდიოდით. ჯერ კიდევ მაშინ ითვლებოდა ჯადოქრად. საოცარია. არავითარი სურვილი არ მქონია გავცნობოდი. მის წიგნს ”Tagebuch des Beelzebub”. არ ვიცნობ – მაგრამ კარგად ვიცი გურჯიევის მოსწავლის უსპენსკის განმარტებებით სავსე წიგნი მის მეთოდზე სწავლების შესახებ: ”Fragments d’un Enseigment inconnu”. საინტერესოა – თუნცა ”ბნელია”. სიტყვის ორივე მნიშვნელობით. ოლდოს ჰაქსლის წიგნი ”Le Temps Futurs”. ჩემთვის უცნობია: საერთოდ არ ვკითხულობ წიგნებს მომავლის შესახებ. ჯურნალ “ATLANTIS” – ის ოქტომბრის ნომერი ჩემს სამშობლოს ეძღვნება. ჩემი ფართოდ ჩაფიქრებული ესსე ქართველების მსოფლიო სახე სამწუხაროდ შეამოკლეს – თორემ გადააჭარბებდა ჟურნალის ჩარჩოებს. ”არაჩვეულებრივად ლამაზი” – ასე დაახასიათა ის რედაქტორმა. გუშინწინ გამოგიგზავნეთ ხელნაწერი ნიცშეს შესახებ. გთხოვთ შემატყობინოთ მისი მიღება. გელოდებათ თქვენი ნატრული (გიგზავნით ”Die Blitzberührte”).
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი