შეუდარებელო გიტა! (მხოლოდ ერთი სტრიქონი)
ჟენევა ჩემო შეუდარებელო გიტა! 15 აპრილის წერილი. ”წერილი” მხოლოდ ერთი სტრიქონი. იმედგაცრუების წამები. სტრიქონი: ”ნაზად გეხვევა…” ”ნაზად”. სინაზე მჭირდება ამ წუთში და თანაც: შენი (გუშინწდლიდან მოყოლებული სული მეხუთება. გუშინ და გუშინწინ გწერდი ამის შესახებ). ახლა ვგრძნობ: შენი ხელები ეალერსებიან ჩემს დაღლილ საქეთქლებს. რა შვებაა. სურათი: “ Il faraone Seti le la Dea hathor”. აღტაცებული ვათვალიერებ ღმერთქალს. გასაოცარი მსგავსება შენთან. წამიერი აზრი: ხომ არ გასულიერდა ის როგორღაც შენში? ახლა შენთვის საიდუმლო სახელი მაქვს: ჰატჰორ. ჩემთვის ხარ: გიტა: მიწიერი საყვარელი. ჩემთვის ხარ: ენგადი: ღვთიური მეგობარი. დღეიდან ხარ ასევე! ჰატჰორ: მისტიური მეუღლე. ჰაიმოტი ფონ დოდერერის მოთხრობა. კითხვის დროს ვფიქრობდი: უეცრად გიტას რომ შეუმცდარმა ლიტერატურულმა გემოვნებამ უმტყუნოს? ”წარმოდგენები” – ”დადუმებული!” ”გაელვება!” მაგრამ დასასრული – ცნობა: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ის იყო გარდაიცვალა – ამართლებს მოთხრობას. ქარიშხალი აბობოქრებულ ბეთჰოვენს მარადისობაში მიაქანებს. ”ჩემი გული იღვრება შენს გულში და იქცევა შენს გულისცემად”. მოხდებოდა ეს შენთვის რომ გულდახურული ვყოფილიყავი? მოხდება თუ უკან დაბრუნებისას შენს შინაგან განცდებზე აღარაფერს მიამბობ. აღტაცებული გეხვევა – (გიგზავნი ”Die ruhende Stutte”-ს).
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი