ძვირფასო გიტა! (სიახლოვის ბედნიერება)
ჟენევა ჩემო შეუდარებელო გიტა! „შეგიძლია გაზომო ჩემი ბედნიერება, როცა შენი სიახლოვის სითბოს განვიცდი?“ (7.5.62.) მესმის ჩემთვის ესოდენ საყვარელი შენი ხმა და თავსბედნიერად ვგრძნობ. რადგანაც: მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა შენ ხარ ბედნიერი. ჩემი სიახლოვე ყოველთვის გაგათბობს. ისე ძლიერ მიყვარხარ, შენი ძვირფასი თავი რომ ჩემს მარჯვენა მხარზე ჩამოგაყრდნო, ეს სიახლოვე მკურნალ ძალად გადაიქცეოდა და იმ თავის ტკივილისაგან გაგათავისუფლებდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ასე გტანჯავდა. „შნს გულში რომ ჩემი გრაალის თასი იმალება – უკვე მიჩვენე შარშან, როცა მეორე საიდუმლო სახელი მივიღე: „ათანასია“. იცი რას ნიშნავს ესბერძნული სახელი? „ათანასია“.: უკვდავი. ეხლაც ნათლად ვხედავ, რომ შენ ჩემში უკვდავი ხარ. რა წამია? შემპირდი, რომ მომდევნო წერილში ბოლო სიზმარს მიამბობდი. შენ კი უარყოფ ამ ვეტოს. იმედი აღარ მაქვს მომავალში შენი შინაგანი განცდები შევიტყო. ჩემს შეუდარებელ გიტას არ სურს მისმა გრიგოლმა იტანჯოს. გმადლობთ, ჩემო მფარველო ანგელოზო! სიბილასავით ამბობ, იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვეხვევით, სულიერად შენ სხვა გზას გადიხარ, მე სხვას. შეიძლება. მაგრამ: ჩემ გზას შენთან მოვყავარ ისევე როგორც შენსას ჩემთან. „Le bon Dieu est dans le detail”. თუ მაღალი ღმერთი არა, ადამიანი ხომ დაადასტურებს. ხომ გახსოვს ის შემთხვევა: როცა ქალაქში მოულოდნელად ერთმანეთს შევეჯახეთ. ასეთი რამ ათასში ერთხელაც არ ხდება. არ იყო ეს საოცრება? დღეს კიდევ ერთი დეტალი, თუმცა ნაკლებმნიშვნელოვანი, ვიდრე მაშინდელი. შენს წერილში იდო ბარათი, მასზე ნაკლებმნიშვნელოვანი, ვიდრე მაშნდელი. შენს წერილში იდო ბარათი, მასზე გამოსახული სტელით – ქვადიის მეფე, რომელიც გველების მეფედაა წოდებული. მერე? ჩემი „Schlangenhemd” -ის ქართულ გამოცემაზე იგივე ნახატია. ეს „დამთხვევაა?“ ერთში მართალი ხარ. ამაზე დაწვრილებით შემდეგ წერილში. ამ დღეებში საფუძვლიანად დავამუშავე ჩემი ძველი სტატია. ის ეხება პოეტურ სახეებს ანტიკურ სამყაროსა და მოდერნში. ასლს უახლოეს ხანში გამოგიგზავნი („Pro domo Sua” ჯერ არ არის კოპირებული). გიტა! იცოდი: „ათანასია“ უკვდავს რომ ნიშნავდა? ვარ შენი საყვარელი, ვარ შენი მსახური! იცოდე ეს! გეხვევა ძლიერ, ძლიერ, შენით ენით აუწერლად დასაჩუქრებული –
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი