ძვირფასო გიტა შტრახვიტც! (საპასუხო წერილი)
ჟენევა (პასუხი შენს 1 ივნისის წერილზე) ჩემო შეუდარებელო გიტა! შენ და მე. ჩვენ მართლაც ერთმანეთს ვუძღვნით ჩვენივე თავი სამყაროს შიგნით. ვშორდებით და კვლავ ვპოულობთ თავს ერთმანეთში. კვლავ და კვლავ. ასეა ნამდვილად. მტკივნეულია განშორება. მაგრამ მოვიგონოთ სტროფი ჩემი ლექსიდან – “Die Sehnende”: ”როგორ შევძლებდი თუ არ ვიქნებოდი ბედის რჩეული, შენთან შეხვედრას! განშორებაც კი ღვთიურია!” შენ მე კვლავ მიპოვნე – მე შენ გიპოვნე კვლავ. ჩვენ უფრო ძლიერად უნდა ჩავჭიდოთ ამ მიწიერ მონაპოვარს სა სრულიად ”ვიგემოთ”, რათა ჩვენივე თავი კიდევ ერთხელ, უფრო ძლიერად ერთმანეთში აღმოვაჩინოთ. ასეა ნამდვილად. ციფრი 8. გავიგე. ნიშნავს (თანმიმდევრობით): პაროლი: ზმნა: ლოგოსი: ღვთის შვილი. ახლა გასაგებია, რაზე მიანიშნებდა ეს შენს სიზმარში. გიტა, ჩემო სიცოცხლის წყარო! ისე მენატრები, რომ დღეს ერთხელ ნათქვამი ისევ უნდა გავიმეორო: imaginaire prėsence, მკერდი მკერდს მიკრული ისე ტკბილია, რომ რეალური absence იმწამსვე ტკივილად იქცევა. ”მომხვიე ხელები”. მუდამ ხელმოხვეული მყავხარ. და მერე როგორ?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი