ძვირფასო გიტა ! (წყაროსთვალის გამო)
ჟენევა ჩემო შეუდარებელო გიტა! ე.ი. შენ არ მოგწონს სიტყვა ”წყაროსთვალი” – ნაკარნახევი გრძნობით: ე.ი. ვეღარ უნდა გიწოდო ” ჩემი წყაროსთვალი”. სამწუხაროა! მაგრამ: ყოველ ჩვენგანს აქვს რომელიღაც იდიოსიკრაზია: ძლიერი აპათია რაღაცის მიმართ. გსურს აგიხსნაჩემი ლექსი ”Als Knabe”. ამაზე არ მიფიქრია. სწორედ ახლა მახსენდება: რა დავწერე ჩემს ხელნაწერების წიგნში ”ირმის ნახტომის” შესახებ. ”ყველგან: ”დიდი დათვი” – ქართულად: ”ირმის ნახტომი”. გასაოცარი სურათი ცაზე. ელასტიურობით მას არც ერთი სხვა ცხოველი არ შეედრება. სასიცოცხლო ძალა აქ იღებს ძლიერი, მბრძანებლურად უკან გადაყრილი, გატოტვილი რქების გამძლეობას. თითქმის ყველა ხალხში ირმის რქებს სამკურნალო საშუალებად თვლიან: ისინი თითქოს სიცოცხლის პლაზმას შეადგენენ. ირმის რქების ერთი მხარის დაზიანება, შესაბამისად მეორე მხარესაც სცვლის. რაც უფრო სრულყოფილია ირმის სხეული, მით უფრო ჰარმონიულია რქებიც. ამბობენ, რომ მათი განმკურნებელი ძალა ძირითადად მარჯვენა და მარცხენა მხარეების სრულყოფილ შესაბამისობაზეა დამოკიდებული. ჰარმონია კურნავს: და: ირემი ამას ულამაზესად გამოხატავს. ”ნახტომში” მინიშნებულია დაბადების მისტიური ხედვა, ეს ნიშნავს: დასაწყისი თავდაპირველი საწყისის საზღვარზე. ვინც იხილავს ცაზე ნახტომს ვარსკვლავებს შორის – სურათის თრმა ინტუიციურობა ყოველ მათგანს გაანათებს: ასეთი სახე უნდა მიიღოს ყოფიერებამ” (აინების დათვი კულტს არ ვიცნობ. მადლობა ცნობებისათვის მის შესახებ. გველების მეფის სტელის სურათს განგიმარტავ შემდეგ წერილში). გიგზავნი: ნაწყვეტს ჩემი ვრცელი თხზულებიდან ”Aus dem Reich der Poisie”. ნაწყვეტს რილკეს ”Duineser Elegien” -ის შესახებ. ნამდვილად ძალიან დაგაინტერესებს. დანარჩენ ნაწილებს აქ წაიკითხავ (იმედი – რომ მოხვალ ჩემთან და თანაც: მალე – არ დამიკარგავს). ამ წუთში გამახსენდა არაბების დევიზი: თუ ცეცხლს საწვავს არ მისცემ – ის თავის თავს შეჭამს. გეხვევი და ჩაგისუნთქავ დაუსრულებელ ნეტარებაში – შენ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი