ძვირფასო გიტა! (თხუთმეტი ივნისის წერილის გამო)
ჟენევა ჩემო შეუდარებელო გიტა! ვკითხულობ 15 ივნისს გამოგზავნილ წერილს და განვიცდი შენი სიახლოვის მაგნიტურ ძალას: გრძნობით. კონკრეტულად: პირისპირ. მწერ: ”მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად არ მიყვარს სიტყვა ”წყაროსთვალი”, ვინაიდან ეს ხაზს უსვამს ჩვენს ასაკობრივ სხვაობას, მაინც ყოველთვის მინდა შენი ”წყარო” ვიყო: დაუღალავი შენს სიყვარულში”. მე კი მეგონა, არ გიყვარდა შენს მიმართ ნათქვამი ”წყაროსთვალი”. რა სინაზეა! ენით აუწერელი! შენ, ჩემო მოუღლელო წყაროვ! ხომ იცი, სიტყვა ”das Herz” – ქართულად ”გულია!” ნამდვილად შეუძლებელია, რომ ჩვენი სახელები სხვა ასოზე იწყებოდეს გარდა ამის – ”გ”. ახლა მძიმე დრო გაქვს – წინა წერილიდან გავიგე. უზომოდ ვწუხვარ. ნეტავი შემეძლოს შველა: შველა, შველა! უკვე მოვხაზე ჩემი განმარტება ”გველების მეფის” სტელის ნახატობის შესახებ. გადავწერ და მაშინვე გამოგიგზავნი. როგორ მონწონს ჩემი ”Duineser Elegien” –ის კრიტიკა? ”ვარ შენი : ვარ განუყოფლად შენთან:. გეხვევი ძლიერ და დაუსრულებელ თრობაში მესმის მხოლოდ შენი ტკბილი ”შეეენ!”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი